LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

907
BeFunky-collage

ცათამბჯენები, ულამაზესი ხედები და მდიდრული ვილები, უძველესი ბაღები, უზარმაზარი აუზები, საძინებლები და ანტიკვარიატი…  შევარჩიეთ ხუთი ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კორპუსი მსოფლიოში.

 

ანტილია, მუმბაი

ღირებულება – 1-2 მილიარდი აშშ დოლარი

ინდოელი ბიზნესმენის მუკეშ ამბანის სახლი-ცათამბჯენის ფართობი დაახლოებით 37 000 კვადრატული მეტრია, სიმაღლე კი 173 მეტრი. სახლს საცხოვრებელი ოთახების გარდა, ცხრა მაღალსიჩქარიანი ლიფტი აქვს. ასევე თეატრი, რომელიც 50 მაყურებელზეა გათვლილი, ტაძარი, ჩამოკიდებული ბაღები და რამდენიმე აუზი. პირველ ექვს სართულზე ავტოსადგომია განთავსებული.

 

ვილა ლეოპოლდი, ვილფრანჩ-სურ-მერი (საფრანგეთი)

ღირებულება – 750 მილიონი აშშ დოლარი

ძვირადღირებულ აგარაკს 11 საძინებელი, 14 სველი წერტილი, საზაფხულო სამზარეულო და დიდი საცურაო აუზი აქვს. სახელწოდება მისი პირველი მფლობელის, ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის ის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც აგარაკი 1902 წელს, მომავალი მეუღლისთვის კაროლინა დელაკროიკისთვის ააშენა. ვილის ამჟამინდელი მეპატრონე ბრაზილიელი ბანკირის ქვრივი ლილი საგრელია. აღსანიშნავია, რომ ვილამ ისტორიაში მხოლოდ მისი ღირებულების გამო არ დატოვა კვალი, აქ 1955 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა ფილმი გადაიღო გრეის კელის მონაწილეობით: “დაიჭირე ქურდი”.

 

ვილა ლეს კედრესი, სენ-ჟან-კაპ-ფერა (საფრანგეთი)

ღირებულება – 410 მილიონი აშშ დოლარი

ულამაზესი ვილა, ადრე მეფე ლეოპოლდ II-ს ეკუთვნოდა, ახლა კი ღვინის კომპანია Gruppo Campari საკუთრებაა. ვილა დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრის ფართობზეა განთავსებული , ხოლო უძველესი ბაღები, პარკები ეგზოტიკური მცენარეული მცენარეებით, ხელოვნური აუზით და საცურაო აუზით 14 ჰექატრზეა გაშლილი.  ვილას 14 საძინებელი აქვს და უზარმაზარი მისაღები ოთახი, კრისტალური ჭაღებით. ოთახებში შეხვდებით მე -19 საუკუნის პორტრეტებს მოოქროვილი ჩარჩოებით, აგრეთვე ბიბლიოთეკას, რომელშიც რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ათასობით წიგნია.

 

პალასიო დი ამორე, ბევერლი ჰილსი

ღირებულება – 129 მილიონი აშშ დოლარი

ძვირადღირებული სასახლე, რომელსაც ულამაზესი ხედები აქვს, მილიარდერ ჯეფ გრინს ეკუთვნის. ვიტრაჟის ტერიტორიის ამაღლებულ ადგილას ვენახია განთავსებული, ხოლო ეზოში ბაღები, აუზი შადრევნით და ჩანჩქერი. შენობაში საცეკვაო მოედანია ლაზერული განათებით და 50 ადგილიანი კინოთეატრია. სასახლის პარკინგი 150 მანქანაზეა გათვლილი.

 

ოპრა უინფრის ვილა, მონტესიკო (კალიფორნია)

ღირებულება – 90 მილიონი აშშ დოლარი

მდიდრული სახლი, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს ცნობილ ტელეწამყვანს, მაგული ოპრა უინფრის ეკუთვნის. სახლის მანსარდას ულამაზესი ბაღები და საცურაო აუზი აქვს. სახლის შიგნით 10 საცხოვრებელი ოთახია, 14 სველი წერტილით და ათობით საძინებლით, სამკითხველო ოთახით, ორი სახლის თეატრითა და ორი სასადილო ოთახით.