LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წელზე მეტი დრო დასჭირდება მსოფლიოს, რომ პანდემია ვაქცინის გარეშე შეაჩეროს – ალექსანდრე გოგინავა

395
BeFunky-collage (3)

„ვაქცინის გარეშე დიდი ალბათობით მინიმუმ 5 წელიწაზდე მეტი დრო დასჭირდება მსოფლიოს, რომ პანდემია შეაჩეროს“,-ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, საკმარისია თუ არა რამდენიმე თვე, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გვერდითი ეფექტების გამოსავლენად, ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ თეორიულად არსებობს შანსები, რომ კორონავირუსის ვაქცინას გარკვეული ხარვეზები ჰქონდეს, თუმცა ალექსანდრე გოგინავას თქმით, ისეთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევები, როგორიც Pfizer-ია, მეტად დამაჯერებელია, რადგანაც აღნიშნული კომპანია მაღალი საინდოობით გამოირჩევა.

„კვლევებში ჩართული ადამიანების დაახლოებით 2%-ს ჰქონდა გარკვეული გვერდითი ეფექტები, ოღონდ მსუბუქი ხასიათის, ისეთი როგორიცაა თავის ტკივილი და მსგავსი სახის, რომელიც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

რაც შეეხება გრძელვადიან გვერდით ეფექტებს, ამაზე დაზღვეული არავინაა, თუმცა როდესაც კვლევები ტარდება იქვე განიხილება ეს საკითხებიც. ეჭვი რომ ყოფილიყო სერიოზულ გრძელვადიან გვერდით ეფექტთან დაკავშირებით, ეს კვლევა ნაადრევად შეწყდებოდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, დიდი მიღწევაა ამ ეტაპისთვის მსოფლიოსთვის.

არსებულ პანდემიას ვაქცინაციაზე უკეთ ვერაფერი შეაჩერებს. ვაქცინას აქვს უნარი მოახდინოს ინფექციის კუპირება“-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი თქმით, ვაქცინის გარეშე დიდი ალბათობით მინიმუმ 5 წელიწაზდე მეტი დრო დასჭირდება მსოფლიოს, რომ პანდემია შეაჩეროს.

„კოვიდ ინფექცია ვაქცინის გარეშე დიდი ალბათობით მინიმუმ 5 წელიწაზე მეტხანს გაგრძელდება, იმიტომ, რომ კორონავირუსის ინფექცია მოსახლეობის 70%-მა უნდა გადაიტანოს“,-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

შეგახსენებთ, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგების მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინა 95% შემთხვევაში ეფექტიანია

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები