LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ვარსკვლავი, რომელსაც წელს 50 წელი უსრულდება (ფოტო)

jlo

“ფორტუნამ” შეარჩია 5 ვარსკვლავი, რომელსაც 2019 წელს 50 წელი უსრულდება, თუმცა გარეგნულად ამის თქმა ძალიან რთულია.

კეტრინ ზეტა-ჯონსი

მსახიობი 25 სექტემბერს 50 წლის გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მას ბოლო დროს უკვე დაეტყო, 50 წელს მაინც ვერაფრით მისცემთ.

ქეით ბლანშეტი

„ოსკარონი“ კინომსახიობი 14 მაისს 50 წლის გახდება, ის ყოველთვის ფანტასტიკურ ფორმაშია და ასაკიც მას ვერაფერს აკლებს.

ელენ პომპეო

„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავს 50 წელი 10 ნოემბერს უსრულდება, თუმცა სერიალის ახალი სეზონის კედრებით თუ ვიმსჯელებთ, ეს რთული დასაჯერებელია.

ჯენიფერ ენისტონი

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი თებერვალში 50 წლის ხდება. ყველა ინტერვიუში ენისტონი აბობს, რომა ასაკი მას მხოლოდ აახალგაზრდავებს.

ჯენიფერ ლოპესი

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ივლისში 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მისი შემხედვარე დაიჯერებთ, რომ სასწაულები ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები