LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 თვეში საქართველოში 222.8 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა

128
carship

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 235.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ. აშშ დოლარს (17 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მაისში, 1 734.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. კერძოდ, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (168.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (157.1 მლნ. აშშ დოლარი). ამასთან, საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (478.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (336.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (274.7 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი თურქეთი (560.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (494.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (443.2 მლნ. აშშ დოლარი) არიან.

2020 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 258.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 148.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 109.2 მლნ. აშშ დოლარით (8.8 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 222.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 199.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 195.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები