LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 თანამედროვე ქვეყანა, სადაც მონობა არსებობს

2238
monob

არსებობს თანამედროვე სამყაროში მონობა?
ის მართლაც არსებობს, თუმცა არა პირველყოფილი სახით, ანუ არა ფორმალურად.

გავაანალიზოთ ტოპ 5 ქვეყანა, სადაც 21-ე საუკუნის მონობაა.

 

21-ე საუკუნე და თანამედროვე მონობა

საერთაშორისო ორგანიზაცია Global Slavery Index-ის მიხედვით, მთელ მსოფლიოში, თანამედროვე მონობაში ჩართულია დაახლოებით 40 მილიონზე მეტი ადამიანი.

15.4 მილიონი ადამიანი ჩართულია იძულებით ქორწინებაში (forced marriage), დანარჩენები – 24.9 მილიონი – იძულებით შრომაში (forced labour).

მათგან 71% ქალია, 29% მამაკაცი (მათ შორის ბავშვებიც).

 

დღეისათვის თანამედროვე მონობის (modern slave) ცნებას მიაკუთვნება:

  • ბავშვების შრომა, პროსტიტუციის იძულება
  • იძულებით ქორწინება
  • იძულებით შრომა (ძალადობრივი)
  • სტერეოტიპული მონობა (ინდივიდის სრული უუფლებობა) და მონებით ვაჭრობა

 

თანამედროვე ქვეყნები და მონობა

 

ნეპალი. მონების რაოდენობა: 250 ათასი ადამიანი

ნეპალი მონების იმპორტიორად მიიჩნევა. კაცებს აიძულებენ იმუშაონ აგურის ქარხნებში, ხოლო ქალებს პროსტიტუციაში.
გარდა ამისა, ნეპალში იყენებენ ბავშვების შრომას, რაც მთელ მსოფლიოში აკრძალულია.

 

ინდოეთი. მონების რაოდენობა: დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი

ინდოეთი შემოსავლების დონით ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა, რაც იწვევს მონათმფლობელურ ურთიერთობებს.

მოსახლეობის ჭარბი ოდენობის, დაბალი შემოსავლებისა და უმუშევრობის გამო, ბევრი ინდუსი იძულებულია მიუღებელი პირობებით იმუშაოს.
ეს გაჯერებულია პროსტიტუციით (მათ შორის ბავშვების) და სავალო ვალდებულებით.

 

პაკისტანი. მონების რაოდენობა: დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი

მონობის ძირითადი მიზეზი ვალებია, რომელიც მოვალის მთელ ოჯახზე ვრცელდება და მემკვიდრეობითაც კი გადაიცემა. გარდა ამისა, განვითარებულია საბავშვო შრომა. დაახლოებით 4 მილიონი ბავშვი (5-დან 15 წლამდე) არ დადის სასწავლებელში და იძულებული არიან აუტანელ პირობებში იმუშაონ.

 

ჰაიტი. მონების რაოდენობა: 600 ათასზე მეტი ადამიანი

შესაძლოა სხვებთან შედარებით 600 ათასი „არ ყვიროდეს“, მაგრამ ეს მოსახლეობის 6%-ია.
ვალების, მძიმე იძულებითი შრომის, პროსტიტუციის გარდა ჰაიტიზე ერთი განსაკუთრებულობაცაა.
რესტ-ავეკი – ბავშვის იძულებით გაჩერება ოჯახის დასახმარებლად.
ჰაიტელი ბავშვები იძულებული არიან ოჯახს დაეხმარონ, საკუთარი ცხოვრების მოწყობის ნაცვლად.

 

მავრიტანია. მონების რაოდენობა: დაახლოებით 400 ათასი ადამიანი

ეს მსოფლიოში ბოლო ქვეყანა იყო, სადაც მონობა გაუქმდა – 1980 წელს.
სხვადასხვა მონაცემებით, ამ განუვითარებელ აფრიკულ ქვეყანაში მონები მოსახლეობის 5-დან 20%-მდეა. ასე რომ, აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ შეცვლილა მონობის სტატუსთან დაკავშირებით. სწორედ მავრიტანიაში მონებთან ურთიერთობა დიდწილად წააგავს შუასაუკუნეების მონობის სტერეოტიპულ წარმოადგენას.

 

 

დასკვნა

შესაძლოა ველურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში მონათმფლობელური ურთიერთობები დღემდე არსებობს.
განსაკუთრებით ეს “მესამე სამყაროს” ქვეყნებს ეხება, სადაც სუსტია ეკონომიკა. სიღატაკე და ვალები კი ადამიანებს აიძულებს მძიმე შრომით გადაიხადონ.
ზოგან კი ქალებსა და ბავშვებს ისე უყურებენ როგორც საქონელსა და იაფ მუშახელს, რაც განვითარებული ქვეყნებისთვის მიუღებელია.