LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სულიან ოჯახს არსებობისთვის 372 ლარი სჭირდება – საარსებო მინიმუმის ახალი მონაცემები ცნობილია

77
saarsebo
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 186,6 ლარი;
ორსულიანი – 264,4 ლარი;
სამსულიანი – 297,5 ლარი;
ოთხსულიანი – 330,5 ლარი;
ხუთსულიანი – 371,9 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი – 439,6 ლარი – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლებსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასაჯაროვებს. საქსტატმა საარსებო მინიმუმის შესახებ ინფორმაცია განაახლა, საიდანაც ვიგებთ, რომ საარსებო მინიმუმი ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 3 ლარით შემცირდა. კერძოდ, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 186 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 189 ლარი და 60 თეთრი იყო.

ივნისში, მაისთან შედარებით, 5 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 313 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 2.5 ლარით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები