LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა – რა გავლენას ახდენს სტრესი ორგანიზმზე და როგორ ვებრძოლოთ მას?

983
601310

სტრესი ადამიანის ორგანიზმის უპირველესი მტერი და ყველა დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. რა ემართება ადამიანის სხეულს მაშინ, როდესაც იგი სტრესშია და როგორ ვებრძოლოთ ამ მდგომარეობას?

სტრესი იმუნური სისტემის დასუსტებას იწვევს. დადგენილია, რომ ადამიანის იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება მაშინ, როდესაც იგი სტრესში ხანგრძლივი ვადით იმყოფება. სტრესი გავლენას ახდენს სხვადასხვა სისტემებზეც, მას შეუძლია ასთმის, პანიკის შეტევების და გულ-სისხლძარღვთა პრობლმების გამოწვევა.

არანაკლები ზიანი ადამიანისთვის სტრესთან ბრზოლის არაჯანსაღ მეთოდებს მოაქვს, მაგალითად ალკოჰოლის მიღებას ან თამბაქოს მოხმარებას. ალკოჰოლი სტრესის გამომწვევ პრობლემას ვერაფერს შველის, თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს. როგორ ვებრზოლოთ სტრესს ჯანსაღი გზებით და როგორ გავიმარჯვოთ მასზე?

შეიცვალეთ დამოკიდებულება – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოახდინეთ ფოკუსირება იმაზე, რაც გაქვთ. დაფიქრდით იმაზე, რომ ბევრი ადამიანი შესაძლოა თქვენს ადგილას ყოფნას ნატრობდეს და დააფასეთ ყველაფერი ის, რაც გაქვთ მოცემულ მომენტში.

აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე – პრობლემის გამოპმწვევი თქვენი საქციელია თუ არა, ნუ ეცდებით სხვისთვის რამის გადაბრალებას. ეცადეთ რეალურად შეაფასოთ სიტუაცია და დაინახოთ საკუთარი შეცდომები. ამის გაცნობიერება თქვენს სტრესს შეამსუბუქებს. შეუცდომელი არავინაა, მთავარია შეცდომების დანახვა და გამოსწორება.

მოაგვარეთ პრობლემები წარმოქმნისთანავე – უსიამოვნო სიტუაცია ოჯახში, სამსახურში ან საქმიან შეხვედრაზე თავისით არ გაივლის, თუ არ ჩაერევით. იყავით გულწრფელი გარშემომყოფებთან, უთხარით მათ, რა არ მოგწონთ და მოუსმინეთ კიდეც. შედეგად, საბოლოოდ აუცილებლად შეძლებთ  შეთანხმებას.

ყველაფერი ცუდიდან მიიღეთ გამოცდილება – გამოიყენეთ ნებისმიერი უსიამოვნო შემთხვევა რაღაც ახლის სასწავლად. თითოეული პრობლემა წარმოქმნიდან მოგვარებამდე უნიკალური გამ,ოცდილებაა, რასაც შეუძლია დაგვეხმაროს პიროვნულ თუ კარიერულ ზრდაში. ბუნებრივია იმ შემთხვევასი, თუ სწორად მივუდგებით ვითარებას.

დაისვენეთ და გამონახეთ დრო ახლობლებისთვის –  გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ და არა პირიქით. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. დაისვენეთ, კარგად გამოიძინეთ, კვირაში ერთი დღე მაინც მიუძღვენით საკუთარ თავს. გამონახეთ დრო იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც გულწრფელად უყვარხართ, გაუზიარეთ მათ პრობლემები და დახმარების მიღება არ მოგერიდოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები