LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 კლასიკური საშობაო ფილმი, სადაც ახალი წელი მართლა ჯადოსნურია

447
#სტუმრადვარსკვლავთან

შობა და ახალი წელი წარმოუდგენელია საახალწლო ფილმების გარეშე. მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყველა დროის ყველაზე რეიტინგულ ფილმებს, შექმნილს ახალი წლის თემაზე. ბევრი მათგანი უკვე კინოკლასიკად არის მიჩნეული და საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს კინოშედევრების სიაში. მოდით გავიხსენოთ ძველი, კლასიკად ქცეული კინოსურათები, რომლებსაც ახალი წლის დღეებში კიდევ ერთხელ უნდა ვუყუროთ.

,,მზიანი ველის სერენადა”

პირველ ადგილზეა ბროუს ჰამბერსთოუნის მუსიკალური მელოდრამა „მზიანი ველის სერენადა“. ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზე გათვლილი ძალიან ლამაზი საახალწლო ფილმი ეკრანებზე 1941 წელს გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, მთის კურორტის მფლობელი, მისტერ მორი ზამთრის სეზონზე ცნობილ ორსკესტრს მასთან სამუშაოდ ეპატიჟება. გამგზავრებამდე გლენ მილერის ორკესტრის მუსიკოსები ევროპაში ომის შედეგად ობლად დარჩენილი ბავშვის აყვანას გადაწყვეტენ. ორკესტრის წევრები ვარაუდობენ, რომ მათთან აღსაზრდელად პატარა ბავშვი ჩამოდის, თუმცა ცდებიან. ლტოლვილი ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი გოგონაა, რომლის როლშიც ცნობილი მოციგურავე, სონია ხენი გვევლინება. თავდაპირველად ფილმი ჩაიფიქრეს, როგორც რეკლამა კურორტისთვის „მზიანი ველი“, თუმცა გლენ მილერის საოცარმა მუსიკამ ფილმი სრულმეტრაჟიანად აქცია.

,,სასწაული 34-ე ქუჩაზე”

ეს გახლავთ ჯორჯ სიტონის ყველაზე პოპულარული ფილმი ამერიკაში შობის თემატიკაზე. დღეს ფილმის ორი ვერსია არსებობს, შავ-თეთრი და ფერადი. ფილმს აქვს მიღებული სამი „ოსკარი“ და ორი „ოქროს გლობუსი“.

ფილმის გმირი კრის კრინგლია, რომელიც მანჰეტებზე, 34-ე ქუჩის უნივერმაღში იწყებს მუშაობას. მას სანტას როლი ერგო, რომელსაც  მაღაზიის ადმინისტრაციისგან დაევალა ძველი სათამაშოების გასაღება. ნაცვლად ამისა, კრისი ცდილობს ყველა ბავშვს სანუკვარი ოცნება აუსრულოს, თანაც შესაძლებლობების ფარგლებში. საქმე იქამდე მიდის, რომ კრისს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას უპირებენ. არადა ყველას სჯერა, რომ ის ნამდვილი სანტაა და ეს სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

,,ეს მშვენიერი ცხოვრება”

ფრენ კაპრას 1946 წელს გადაღებული საშობაო ფილმი, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ მიიღო. ფილმი ჯორჯ ბეილის ისტორიას გვიყვება, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო თვითმკვლელობას გადაწყვეტს. მის დასახმარებლად ზეციდან ანგელოზსს აგზავნიან, რომელსაც თავის მხრივ ფრთები არ აქვს. ანგელოზს აქვს დავალება, დაეხმროს ბეილის გადარჩენაში და სანაცვლოდ ის პირველი რიგის ანგელოზებში გადაინაცვლებს. ანგელოზი სახელად კლარენსი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯორჯ ბეილის ცხოვრების გზა გაუადვილოს. საბოლოოდ კი ბეილის მთელი ქალაქი ეხმარება. ჯორჯ ბეილის როლს ფილმში ჯეიმ სტიუარტი, ხოლო ანგელოზის როლს, გენრი ტრევერსი ასრულებს.

,,მაღაზია ქუჩის კუთხეში”

ყველას გვახსოვს და გვიყვარს ფილმი „თქვენთვის წერილია“. სწორედ ამ ფილმის ორიგინალური ვერსიაა 1940 წელს გამოსული ფილმი „მაღაზია ქუჩის კუთხეში“. ფილმი მაღაზიაში მომუშავე, ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის ისტორიას გვიყვება. ისინი წერილობით ეკონტაქტებიან ერთმანეთს და არც კი იციან, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობენ.

,,თეთრი შობა”

მაიკ კერტისის ულამაზესი მუსიკალური ფილმია, რომელიც ეკრანებზე 1954 წელს გამოვიდა. ფილმი მეგობრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ, ძველ სასცენო საქმიანობას უბრუნდებიან და სცენის დაპყრობას ცდილობენ. ფილმი ჯერ კიდევ 40-იან წლებში უნდა გადაეღოთ, მაგრამ პროექტიდან ბინგ გროსბისა და ფრედ ასტერის წასვლის შემდეგ, გადაღებები შეჩერდა. ამბობენ, რომ მსახიობებს სცენარი არ მოეწონათ. ისინი გადაღებებს მხოლოდ წლების შემდეგ დაუბრუნდნენ და კინოშედევრიც შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები