LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი ბოჰემურ ცხოვრებაზე – რჩეული ფილმები

996
moviesl

ძვირადღირებული ავტომობილები და ექსკლუზიური სამოსი, უსასრულო წვეულებები და უდარდელი ცხოვრება – ერთი შეხედვით, სწორედ ასე ცხოვრობს ბოჰემა, თუმცა  მასაც აქვს საიდუმოებები, რომელთაც ყოველთვის მონდომებით მალავს. fortuna.ge  გთავაზობთ 5 ფილმს ბოჰემურ ცხოვრებაზე.

„ოქროს ახალგაზრდობა“ (eunesse dorée) – კულინარიის კურსების ნაცვლად, ახალგაზრდა როზა ბოიფრენდთან ერთად თავით ეშვება პარიზის ღამის ცხოვრებაში. წყვილი წვეულებიდან წვეულებას სტუმრობს და ასაკოვან წყვილს ეცნობა, რომელიც ახალგაზრდებს ნამდვილი ბოჰემური ცხოვრების გაცნობას სთავაზობს.

„დიდებული სილამაზე“ (La grande bellezza) – მწერალი ჯეპ გამბარდელი 65 წლის იუბილეზე მოწყობილ გრანდიოზულ წვეულებაზე აცნობიერებს, რომ დაკარგა ცხოვრების აზრი, მობეზრდა ელიტარული მიღებები და პრესტიჟული რესტორნები, ახალაგაზრდა თაყვანისმცემლები და ძვირადღირებული კოსტუმები. რამდენად მოახერხებს მწერალი ცხოვრების შეცვლას და შემოქმედებას დაბრუნებას, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

„დიდი შხეფები (A Bigger Splash) – მარიანა და პოლი შევებულებას იტალიის პატარა კუნძულზე ატარებენ. თუმცა, რომანტიკულ იდილიას მარიანას ყოფილი საყვარლის – ჰარის სტუმრობა არღვევს ქალიშვილთან ერთად. როგორც ჩანს, ჰარიმ ვერ შეძლო ძველი გრძნობების დავიწყება, მისი ქალიშვილი კი, ყველანაირად ცდილობს პოლის კეთილგანწყობის მოპოვებას.

„ველური ხიბლი“ (Savage Grace) – ბაკლანდების წყვილი ელიტალური საზოგადოების არცერთ წვეულებას არ აკლდება და არც შვილის დაბადების შემდეგაც ამბობს უარს ექსცენტრიული ცხოვრების წესზე. ბაკლანდების ოჯახი მაშინ ინგრევა, როცა ბრუკს ახალგაზრდა ქალი უყვარდება, წამოზრდილი ენტონი კი, დედას არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში უტყდება. კიდევ ერთი მამაკაცის დაკარგვით შეშინებული ბარბარა საკმაოდ ორიგინალურად ცდილობს შვილის შენარჩუნებას.

„მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან“ (Only Lovers Left Alive) – ერთი შეხედვით, ადამი და ევა ჩვეულებრივი შეყვარებულები არიან, თუმცა სინამდვილეში, ფილმი „უკანასკნელი ვამპირების“ ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები