LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ევროპული პარკი, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს

727
park-news

თანამერდოვე ეპოქაში შესაძლებლობები შეუზღუდავია და ჩვეულებრივი პარკის ხელოვნების ნიმუშად ქცევაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მსგავსი საოცრებები როგორც წესი, უფრო დიდ ქალაქებში კეთდება ხოლმე, რათა მეგაპოლისის ხმაურისგან დასასვენებლი სივრცე არსებობდეს.

ამასობაში, რამდენიმე პარკი ნამდვილ ღირსშესანიშნაობად იქცა.

გუელის პარკი, ბარსელონა

ეუსები გუელიმ მთელი 62 ჰექტარი მიწა შეიძინა, რათა უზარმაზარი ბაღი შეექმნა. მისი მოტივი კომერციული, თუმცა წარუმატებელი იყო. მას სურდა, რომ უნაყოფო მიწები ზღაპრულ სამყაროდ გადაექცია, შემდეგ ნაწილებად დაეყო და გაეყიდა. მისი ჩანაფიქრი ნიჭიერმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ აასრულა და თან როგორ აასრულა.

 

ლუქსემბურგის ბაღი, პარიზი

საფრანგეთის დედაქალაქი უამრავი ღირსშესანიშნაობითაა ცნობილი. ერთ–ერთ გამორჩეულ ადგილად ლუქსემბურგის ბაღი ითვლება. სამეფო პარკის ტერიტორიაზე უამრავი საინტერესო ადგილია თავმოყრილი. სურვილის შემთხვევაში უძველესი საბავშვო საქანელის გამოცდა, ფოტოების გადაღება და მუზეუმის მონახულებაა შესაძლებელი. აუცილებლად უნდა დაიტოვოთ დრო ასევე შადრევანისთვისაც, რომელიც ადგილობრივების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

 

ვონდელპარკი, ამსტერდამი

ვონდელას პარკის ტერიტორიას ყოველ წელს მილიონობით ადამიანი კვეთს. პარკი 1865 წელს გაიხსნა და დღემდე ძალიან პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. პარკში ღია ცის ქვეშ გამართული სპექტაკლის ნახვა, მინდორზე დასვენება და კინომუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი. ბავშვებისთვის კი სპეციალური გასართობი მოედნებია მოწყობილი.

 

ქალაქის პარკი, ვენა

თუკი ვენის ისტორიულ ნაწილს მოწყდებით, მაშინ ქალაქის პარკში გასეირნების საშუალება მოგეცემათ. პარკში დროის არაჩვეულებრივად გატარება, ლამაზი ყვავილების სიახლოვეს დასვენება და ეგზოტიკური ხეების შეთვალიერებაა შესაძლებელი. ულამაზესი ბილიკების კვალდაკვალ უამრავი უჩვეულო სკულპტურაც შეგხვდებათ.

 

ინგლისური ბაღი, მიუნხენი

თუკი ყველაზე დიდ ქალაქურ პარკში გსურთ მოხვედრა, მაშინ მიუნხენს უნდა მიაკითხოთ. ათობით კილომეტრზე ინგლისურ სტილში შესრულებული ბაღია გაშენებული. პარკი მე–18 საუკუნის ბოლოს გახსნეს და ის საკმაოდ შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობებითაა სავსე. პარკში – ჩინურ კოშკს, იაპონურ ჩაის სახლს, ამფითეატრს და ბევრ სხვა რამეს გადააწყდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები