LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ცნობილი ქართველი ამერიკელი

1823
1Capture

შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის მონაცემებით, ამერიკაში საშუალოდ 90 000 ქართველი ცხოვრობს. აქედან, დაახლოებით 65% ნიუ-იორკის შტატში, 14-15% ნიუ-ჯერსიში და კალიფორნიაში, დაახლოებით 5% პენსილვანიაშია.

ამერიკაში პირველ ქართველებად გურული მხედრები უნდა ჩაითვალოს, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს ცხენოსნობის ოსტატებად ცნობილ ამერიკულ Buffalo Bill-ის შოუში მსახურობდნენ. ისინი 150-მდე იყვნენ, ზოგი საქართველოში დაბრუნდა, ზოგიც დარჩა.

გურული მხედრები – ამერიკული შოუს ბუფალო ბილის მონაწილეები
საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის არქივი

 

1918 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ქართველებმა გადინება დაიწყეს. წითელი არმიის მიერ ოკუპირებული ბოლშევიკური საქართველოდან თურქეთში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ხოლო ევროპიდან სხვადასხვა დროს ამერიკაში გადავიდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ემიგრაციის მეორე ტალღა წამოვიდა. ამ დროს, საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები შორეულ ამერიკაში გაემართნენ, რადგან მათ სამშობლოში დევნიდნენ.

შეერთებულ შტატებში ქართველების ემიგრაციის მესამე ტალღა, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მოხდა, როდესაც საზღვრები გაიხსნა და ბედნიერების საძიებლად ხალხი საზღვარგარეთ გაიქცა. ემიგრანტებს შორის საქართველოს გადაყენებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მრავალი მომხრე იყო, რომლებსაც შევარდნაძის ხელისუფლება, ჯაბა იოსელიანი და მისი “მხედრიონი” დევნიდა.

ამერიკაში ემიგრაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ არა პოლიტიკური. ხალხი სამუშაოდ მიდის. მათი უმეტესობა, რესტორნებსა და კაფეებში, მაღაზიებში, სასტუმროებში, მძღოლად, მასწავლებლებად და ძიძებად მუშაობენ. იქ არიან მეცნიერები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები და სპორტსმენები.

 

წარმოგიდგენთ 5 ცნობილ “ამერიკელ ქართველს”.

 

ალექსანდრე ქართველი

ამერიკული ავიაციის ერთ-ერთი პიონერი, დაიბადა თბილისში. მისი ნამდვილი გვარია, ქართველიშვილი.

 

ჯორჯ ბალანჩინი

ის პეტერბურგის მკვიდრია. ამერიკული ბალეტის დამფუძნებელი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია, გიორგი ბალანჩივაძე.

 

ჯონ შალიკაშვილი

დაიბადა პოლონეთში. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

 

ზაზა ფაჩულია

დაიბადა თბილისში. არის აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ორგზის ჩემპიონი.

 

ელენა სატინე

მისი ნამდვილი გვარია სხირტლაძე. დაიბადა, თბილისში და მიიჩნევა ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად.