LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 აუცილებლად სანახავი სერიალი მაისში (ვიდეო)

797
chernobil

„ფორტუნამ“ ამჯერად შეარჩია 5 აუცილებლად სანახავი სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეკრანებზე მაისის თვეში გამოდის.

ჩემთვის მკვდარი

„ნეტფლიქსის“ ახალი შავი კომედია, რომელიც ეკრანებზე 3 მაისს გამოვიდა. სერიალში მთავარ როლებს კრისტინა ეპლგეიტი და ლინდა კარდელინი ასრულებენ. სიუჟეტის ცენტრში ორი ქალბატონია, ერთი ქვრივი და მეორე, დასაქორწინებელი. ისინი ერთმანეთს თანადგომის ჯგუფში გაიცნობენ.

ჩერნობილი

HBO-ს ახალი მინი-სერიალი, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ გადაიღეს. მძლავრი რადიოაქტიური სადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქების შედეგად, 1986 წელს უდიდესი ტრაგედია მოხდა. სერიალის სიუჟეტის ცენტრში ის ხალხია, რომელსაც ტრაგედიის მიზეზების ძიება უწევს.

საუკეთესოები ლოს-ანჯელესში

ეს გახლავთ ფილმ „ცუდი ბიჭების“ სპინ-ოფი, სადაც მთავარ როლებს ჯესიკა ალბა და გაბრიელ იუნონი ასრულებენ. სერიალის პრემიერა 13 მაისაა დაგეგმილი.

გამოჭერა-22

ჯოზეფ ჰელერის რომანის ახალი ეკრანიზაცია, რომელიც „ჰულუმ“ გადაიღო. სერიალის რეჟისორი ჯორჯ კლუნია, რომელიც ასევე მთავარ როლს ასრულებს.

 

რა იქნება

„ნეტფლიქსის“ კიდევ ერთი უცნაური სერიალი, რომელიც ანტოლოგიას წარმოადგენს და მისი ყველა სერიალი ერთმანეთს მხოლოდ მთავარი გმირის მეშვეობით უკავშირდება. სერიალში მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები