LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ადგილი, რომელიც მხოლოდ ძალიან მდიდრებისთვის არის ხელმისაწვდომი

415
Fiji-water

არასოდეს გაგკვირვებიათ, რომ მდიდარ ადამიანებს პირადად საერთოდ ვერ ხვდებით? მათი ცხოვრება ძირითადად პრიალა ჟურნალებიდან და Forbes-ის რეიტინგებიდან ვიცით, მაგრამ მაღაზიებში, სპორტდარბაზებსა თუ დასასვენებელ ადგილებში ვერასოდეს ვხვდებით.

უბრალო ადამიანების დაჟინებული ყურადღებისგან, განსაკუთრებით კი პაპარაცებისგან თავის დასაცავად მილიონერები დიდ თანხებს არ იშურებენ. ელიტარულ კურორტზე ერთი კვირის გატარება შეიძლება ერთი ბინის ფასი ღირდეს, მაგრამ მდიდარი ადამიანები კომფორტული დასვენებისთვის არაფერს იშურებენ.

 

კუს კუნძული. ფიჯი – კვირაში 15 000 დოლარიდან

დასახელებიდან შეიძლება მიხვდე, რომ ტურისტების გარდა კუნძულზე კუებიც ცხოვრებენ. მათი ასაკი 100 წელს სცდება. ამის გარდა, აქ შეგიძლია დიდებული ზღვის ფაუნით დატკბე და ეგზოტიკურ თევზაობასაც დაესწრო.

კუნძული კერძოა და სასტუმრო Turtle Island Resort-ს ეკუთვნის. აქ დასვენება ამერიკელ პოლიტიკოსებს ძალიან მოსწონთ, თუმცა მათ გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც  უამრავი დამსვენებელი ჩადის.

საოცრად ლამაზი ბუნების მიუხედავად,  სასტუმროს პერსონალი ბოლო წლებში აშკარად მოდუნებულა, რადგან დაზიანებული ბუნგალოების და უგემური საჭმლის შესახებ პრეტენზიები სულ უფრო ხშირად ისმის.

 

 

მიუსტიკის კუნძული – კვირაში 10 000 დოლარიდან

ვინც კარიბის ზღვის კუნძულებზე ერთხელ მაინც არის ნამყოფი, იცის, რომ ადგილობრივი ბუნება და სანაპიროები უბრალოდ საუცხოოა. თეთრი ქვიშა, წყლის ზურმუხტისფერი ზედაპირი, კომფორტული კლიმატი – ეს ყველაფერი კარიბის კუნძულებს დასასვენებლად საუკეთესო ადგილად აქცევს.

მიუსტიკის კუნძული კერძოა და სენტ-ვინსენტისა და გრენადის სახელმწიფო შემადგენლობაში შედის. 50 წლის წინ ეს ადგილი კოლინ ტენანტმა, მესამე ლორდ გლენკონერმა იყიდა და მიწის ნაწილი პრინცესა მარგარიტას საქორწინო საჩუქრად უბოძა.

ყველა, ვინც მოგვიანებით უძრავი ქონება შეიძინა, ავტომატურად საზოგადოების წევრები გახდნენ: ბრაიან ადამსი, მიკ ჯაგერის ოჯახი, დიზაინერი ტომ ჰილფიგერი, დევიდ ბოუი.

 

 

რანია, მალდივი – კვირაში 84 000 დოლარიდან

მალდივი – ეს ის ადგილია, რომელიც რეალურად გჩუქნის სიმშვიდესა და სიწყნარეს. კუნძულის მაცხოვრებლების მაქსიმალური რაოდენობა 12 ადამიანია. მთელი მსოფლიოსგან დამალულს, სადღაც ინდოეთის ოკეანეში, სასტუმრო Rania Experience-ს სტუმრები ფუფუნებისა და ტკბობის სამყაროში ხვდებიან. ყველა აპარტამენტი ერთმანეთისგან დაშორებულია, რათა დამსვენებლებმა კომფორტული პირადი სივრცე შეიქმნან.

 

 

Sandy Lane, ბარბადოსი – კვირაში 100 000 დოლარიდან

ისევ კარიბის ზღვა. საერთოდაც, იქ თითქმის ყოველი პატარა კუნძული – ცნობილი ადამიანების კურორტებია. თუნდაც იმიტომ, რომ ამ პატარა კუთხეში მაიამიდან სულ რაღაც 4 საათში მოხვდები.

Sandy Lane-ში მდიდრული დასვენებისთვის ყველაფერია: კარიბის ზღვის ხედი, მშვიდი ქვიშის სანაპირო წითელი ხეების ჩრდილში, მარჯნის რიფები და პალადიანური არქიტექტურის მუდმივი და კლასიკური ელეგანტურობა, რომელიც სასტუმროს კომფორტში აისახება.

 

 

მუშაკეი. ბაჰამები – კვირაში 175 000 დოლარიდან

ეს არის კიდევ ერთი კერძო კუნძული, რომელიც ცნობილ ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდს ეკუთვნის. ჩვეულებრივი სასტუმროების ნაცვლად აქ კომფორტული ბუნგალოებია აშენებული. მაგრამ სტუმრებისთვის შესაძლებელია ნებისმიერი, თუნდაც სრულიად უჩვეულო სურვილების ასრულება.

კუნძული ტურისტებს ახარებს ღია აუზებით, სადაც ცხელი ზურმუხტისფერი წყალია, ფიტნესისთვის თანამედროვე ტრენაჟორებით, საჩოგბურთო კორტებით, წყლის მოტოციკლებითა და კატერებით.

 

ჩამოთვლილი თითოეული საოცარი ადგილი დამსვენებლებს აძლევს ალბათ ყველაზე მთავარს, განმარტოებისა და მოდუნების საშუალებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები