LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

49 წლის ნაომი ქემპბელი „ტომი ჰილფიგერის“ ჩვენებაზე (ფოტო)

335
nmcmbl-tm

,,ლონდონის მოდის კვირეულის” ფარგლებში ცნობილი ბრენდის, „ტომი ჰილფიგერის“ ჩვენება გაიმართა. პოდიუმზე ერთმანეთის მონაცვლეობით ყველა დროის საუკეთესო მოდელები გამოვიდნენ. მათ შორის იყო 49 წლის ნაომი ქემპბელი, რომელმაც პოდიუმზე ყველა დაჩრდილა. მან ბრენდის ახალი კოლექციიდან მწვანე ფერის სპორტული კოსტიუმი წარმოადგინა.

შოუში ასევე მონაწილეობა მიიღეს ვინი ჰარლოუმ და ალესანდრა ამბროსიომ. ეს იყო ლუის ჰამილტონის სადებიუტო კოლექცია „ტომი ჰილფიგერისთვის“, ამიტომ მის კოლექციას ყველა ინტერესით ელოდა.

დიზაინერმა აქცენტი სპორტული და კლასიკური სტილის ნაზავზე გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები