LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საძმოს მონასტერში კორონავირუსი დაფიქსირდა, ჩათვალეთ დღეიდან კარანტინია – არქიმანდრიტი სერაფიმე

160
სერაფიმე

არქიმანდრიტი სერაფიმე, რომელიც სო­ფელ ქან­და­ში მდე­ბა­რე 13 ასუ­რე­ლი მა­მის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რია ფეისბუქში წერს, რომ მონასტრის საძმოში კორონავირუსი დაფიქსირდა.

როგორც ის აღნიშნავს, კოვიფინფიცირებული დეკანოზი მამა დავით ქვლივიძეა.

“ყველას გთხოვთ დიდი მოწიწებით რომ მუხლმიდრეკით მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფ დეკანოზ მამა დავითი ქვლივიძე. ეხლა ხანს მაცნეს რომ რეანიმაციაშიაო დიაბეტზე დაარტყა ამ ვერაგმა დაავადებამ”,- წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.

მისი თქმით, დღეიდან მონასტერში კარანტინი გამოცხადდა.

“უამ­რა­ვი მწერს, მარ­თა­ლი­აო, რომ თქვენს საძ­მოს მო­ნას­ტერ­ში და­უ­დას­ტურ­და Covid 19? დიახ, მარ­თა­ლია და ყვე­ლამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ ამ და­ა­ვა­დე­ბას. თუ ჩვენს საძ­მო­ში სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს და­ა­ვა­დე­ბა და ეს პრო­ცე­სი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­გან არ გა­და­ე­დე­ბა სხვას. ამი­ტომ ჩემი კურ­თხე­ვით ავ­თან­დილ­მა და­წე­რა და გამ­ცნოთ, რომ მო­ნას­ტერ­ში დღე­ი­დან ჩათ­ვა­ლეთ, რომ კა­რან­ტი­ნია.

გთხოვთ, თუ რო­მე­ლი­მეს და­გი­დას­ტურ­დათ ეს და­ა­ვა­დე­ბა, კი ნუ და­მა­ლავთ ამას, არა­მედ ღიად გა­ნა­ცხა­დეთ და მო­ე­რი­დეთ ხალ­ხს. იცო­დეთ, რომ თუ თქვენ­გან გა­და­ე­დე­ბა ვინ­მეს ისეთს, ვი­საც იმუ­ნი­ტე­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­და­ი­ტა­ნოს და ამ ცოდ­ვას ნუ აი­კი­დებთ. გლო­ცავთ ყვე­ლას და გთხოვთ, მოგ­ვიხ­სე­ნი­ოთ. დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით”, – წერს არ­ქი­მან­დრი­ტი სე­რა­ფი­მე.