LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42 ქვეყანას შორის, საქართველო ფრენების კლებით 41-ე ადგილზეა

75
დ

42 ქვეყანას შორის, საქართველო ფრენების კლებით 41-ე ადგილზე იმყოფება. EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოში საავიაციო ტრაფიკი 80 პროცენტითაა შემცირებული. კერძოდ, 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 27 ფრენა განხორციელდა, რაც წინა წლის 27 სექტემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით სწორედ 80 პროცენტით ნაკლებია. საქართველოზე მეტად ფრენები მხოლოდ ისრაელშია შემცირებული 88% -ით. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცა 1-ელ ნოემბრამდე ჩაკეტილია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნოტამის მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება სამ მიმართულებაზე: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან განახლდებოდა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები