საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან სატვირტო მაცივარში 41 მიგრანტი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, მიგრანტები ავღანელები არიან, თუმცა პოლიციას მათი იდენტიფიცირების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია.

პოლიცის მიერ მანქანის შემოწმების დროს მაცივარი არ მუშაობდა. მიგრანტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავა. როგორც ბერძნული გამოცემა წერს, ის საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებული მძღოლი დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები