LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული და საქმიანი სტილი – ჰარისა და მეგანის ეფექტური დაბრუნება

282
meganmrklnews

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდნენ. ისინი ოფიციალური ვიზიტით ნიუ-იორკში ჩაფრინდნენ, სადაც ქალაქის მერსა და გუბერნატორს შეხვდნენ. ამის შემდეგ წყივილი ნიუ-იორკის დიდ სავაჭრო ცეტრში გამოჩნდა.

სამეფო ოჯახიდან წასვლისა და ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მარკლიმ რადიკალურად შეცვალა ჩაცმის სტილიც. ჰერცოგინიას სამოსი უფრო ოფიციალური და საქმიანი გახდა. ამჯერადაც მარკლი შავ შარვალსა და პალტოში იყო გამოწყობილი. მან პრინც ჰარისთან ერთად ხელჩაკიდებულმა მოიარა შეხვედრების ოფიციალური ნაწილი. ყველაზე შთამბეჭდავი აქ სამკაული გახდა, გამოცემა „მეილ ონლაინის“ შეფასებით, მარკლის სამკაულების საერთო ღირებულება 400 ათასი დოლარი გახლდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები