LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის პრინცესა შარლოტა დედოფალს მუხლის მოდრეკით ხვდება (ფოტო)

596
shrlt-news34345

სანდრინგემში გამართულ საშობაო წირვაზე, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით გამოცხადაა, ყველაზე დიდი ყურადღება პატარა მონარქებმა მიიქციეს. განსაკუთრებით დახვეწილი და მედიასთან შესახვედრად მომზადებული 4 წლის პრინცესა შარლოტა ჩანდა. ის პრინც უილიამთან და ქეით მიდლტონთან ხელჩაკიდებული გამოვიდა სანდრინგემიდან ტაძრამდე მიმავალ გზაზე, მოგვიანებით კი ფანებს შეხვდა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მომენტი, როდესაც დედოფლის გამოჩენისას შარლოტამ მარჯვენა მუხლის მოხრით პატივი მიაგო დიდი ბებიას. ფანებთან შეხვედრისას კი ის საკმაოდ დახვეწილად იქცეოდა, მიღებულ საჩუქრებს დაცვის წევრებს აწვდიდა და აგრძელებდა ფანებთან საუბარს.

მედიაში წერენ, რომა ასაკის მიუხედავად, შარლოტამ ნამდვილი სამეფო ხასიათი აჩვენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები