LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

1197
mcirewlovani

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვს ავტომობილი საკუთარ ეზოსთან დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა. მიუხედავად ამისა, მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ბავშვის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები