LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

309
რუსუდან კერვალიშვილი

4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

კერვალიშვილი სასჯელს რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში იხდიდა.

მას დაწესებულებასთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით, სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის ეპიზოდზე ჰქონდათ წარდგენილი.

გამოძიება მათ ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა. მოგვიანებით მათ თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა და ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი “ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.

პოპულალურები