LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ექიმის მომსახურება და 3-ჯერადი კვება: იზოლაციის პერიოდის გატარებას Iveria Inn Tbilisi-ში შეძლებთ

820
126873975-2240526096092163-2758375198003491203-o

გაუფრთხილდით საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას  – ეს არის მთავარი სლოგანი იმ ახალი კამპანიის, რომელიც სასტუმროების მმართველმა კომპანია Inn Group-მა დაიწყო. კომპანია მოქალაქეებს იზოლირების ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

კამპანიის მიზნებსა და მის არსზე, ბიზნესნიუსისეთერში Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ ისაუბრა. ის ამბობს, რომ ახალი კამპანია კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. თუ კორონავირუსის ნიშნები გამოგივლიდანთ და ტესტის პასუხს ელოდებით, მის გაგებამდე Inn Group, თბილისში მდებარე სასტუმრო Iveria Inn-ში განთავსებას, სამჯერად კვებას და ექიმის მომსახურებას გთავაზობთ.

„ადამიანებს, რომლებსაც თვითიზოლაციაში გადასვლისთვის არ აქვთ ადგილი, ვთავაზობთ თბილისში 200 ნომრიან სასტუმრო Iveria Inn-ში განთავსებას“, – ამბობს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 2 ფლიგელად იყოფა. პირველ ფლიგელში განათავსებენ ხალხს, რომელთაც რაღაც სიმპტომები აქვთ და არ იციან არიან ინფიცირებულები, თუ – არა.

„ჩვენთან განთავსების ღირებულება 1 ღამე იქნება 77 ლარი, რაშიც შევა 3-ჯერადი კვება, კომფორტული გარემო და ექიმის მომსახურება. მოვიყვანთ ლაბორატორიას, ავუღებთ ანალიზს, რაშიც მოქალაქე 130 ლარს გადაიხდის და მეორე დღეს ვეტყვით პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფიცირებული გადავა კოვიდსასტუმროში, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ან დარჩება ჩვენთან გამოჯანმრთელებამდე, ან დაბრუნდება სახლში“, – ამბობს კოკაია.

რაც შეეხება მეორე ფლიგელს, Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მას მოქალაქეებს ოჯახის წევრებისგან გამოსარიდებლად შესთავაზებენ. როგორც იცით, ხშირად მთელი ოჯახი ინფიცირდება კოვიდით და მხოლოდ მის ერთ, ან ორ წევრს არ აქვს დაავადება. ოჯახის ჯანმრთელი წევრი შეძლებს Inn Group-ის სასტუმროში გადმოსვლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები