LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 საკითხი, რომელთა 4 სექტემბრამდე დათმობასაც “ქართულ ოცნებას” ნიკა გვარამია მოუწოდებს

261
გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია “ქართულ ოცნებას” 4 საკითხის დათმობისკენ მოუწოდებს. შესაბამის მიმართვას გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ქართულ ოცნებას: 4 დათმე 4 სექტემბრამდე

1. დათმე საარჩევნო სისტემა

2. დათმე ცესკო

3. დათმე სასამართლო კლანი

4. დათმე გენერალური პროკურორი

ვადამდელი არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემებით, ახალი ცესკოთი, დეპოლიტიზებული სასამართლოთი და პროკურატურით. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და ევროკავშირის წევრობის სტატუსი სლოვაკური სცენარით”- წერს გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები