მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში თანამდებობაზე ყოფნის წელიწადი და 8 თვე შეაჯამა.

მან ის ოთხი მნიშვნელოვანი მიღწევა გამოყო, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაციის მთავარ მიღწევად მიიჩნევს, ესენია: ბაზრების დივერსიფიკაცია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB- ბერლინი” 2022 წლისთვის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერება.

პირველი და უმთავრესი არის ის, რომ განსაკუთრებული ცვლილება შევიტანეთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის გრძელვადიანი, ამ კუთხით ბევრი რაღაც გაკეთდა. ჩვენ ფაქტობრივად 2019 წელს შევცვალეთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელების გზები, ბიუჯეტი გადაიხედა და საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება იყო. გადავწყვიტეთ რომ ცოტა უფრო გრძელ ვადაზე შეგვეხედა და ინვესტირება, მარკეტინგული სახსრები მიგვემართა ისეთი ქვეყნებისკენ, როგორიც არის: ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ე.წ. შორი მანძილის ქვეყნები, ისევე როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნები. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ გვინდა მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც ნიშნავს მეტ ეკონომიკურ სარგებელს ამ ინდუსტრიიდან. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ამ ქვეყნებში. შედეგად 2019 წელი იყო სრულფასოვნად ამ მიმართულებით დიდი სამუშაოს გატარების წელი. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ შედეგების ამონაგები ვნახეთ 2019 წელსაც და ეს გადმოვიდა 2020 წლის იანვრის თვეშიც, როდესაც გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპი.

მეორე, რასაც გამოვყოფდი არის ისტორიული გამარჯვება, ეს არის ITB-ზემსოფლიოში ყველაზე ძლიერ, რეიტინგულ და მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ჩვენი ქვეყნის წარმატება, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ქვეყანას არა აქვს ხშირად იმის საშუალება, რომ ასეთი ფორმით წარმოადგინოს თავისი თავი. ეს არის წვდომა მთელი მსოფლიოს ყველაზე სტრატეგიულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიასთან და ჩვენ ამ გამარჯვებით ფაქტობრივად მივიღეთ დაახლოებით 25 მლნ ევროს ღირებულების მარკეტინგული კამპანია. ანუ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე აღარ იქნება გამოწვევა.

მესამეგამოვიყენებ კერძო სექტორის შეფასებას და ჩავთვლი რომ მიღწევაა. ჩვენი ძლიერი მხარე გახდა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა. ამას ჰქონდა ყოველდღიური ფორმა და მიხარია, რომ ბევრი გადაწყვეტილება კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ. რა თქმა უნდა, ხშირი იყო დისკუსიები, დებატები და კრიტიკა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე ყოველთვის ვიცავდი კერძო სექტორის ინტერესებს, ვცდილობდი, რომ გამეტარებინა მათი პოლიტიკა საჯარო უწყებაში, იმიტომ რომ გულწრფელად მჯერა, რომ ტურიზმის ინდუსტრია კერძო სექტორის ინდუსტრიაა.

და მეოთხე მიღწევად ჩავთვლიდი თავად ტურიზმის ადმინისტრაციის უწყებრივ და ინსტიტუციურ გაძლიერებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები