LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 პოლიციელის მკვლელმა ცოტა ხნის წინ ისლამი მიიღო

136
police

პირმა, რომელმაც დღეს პარიზში 4 პოლიციელი მოკლა, ცოტა ხნის წინ ისლამი მიიღო. როგორც Euronews წერს, ამის შესახებ მათ ინფორმაცია საკუთარმა წყარომ მიაწოდა, თუმცა საერთაშორისო მედია იქვე ამბობს, რომ ზუსტი მოტივი ჯერ დადგენილი არ არის.

ჩვენ ვგლოვობთ პოლიციის 4 მოსამსახურეს”, –

აცხადებს საფრანგეთის გენერალური პროკურორი. მისი თქმით, სამი მამაკაცი და ერთი ქალი პოლიციის ოფიცრები იყვნენ, ერთი კი ადმინისტრაციაში მუშაობდა. კიდევ ერთი ადამიანი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

რაც შეეხება თავდამსხმელს, რომელიც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლედ, ის 45 წლის იყო და პოლიციაში, აი ტი დეპარტამენტში 2003 წლიდან მუშაობდა.

“მას რაღაც რთული ქცევა, მოქმედება არასდროს გამოუვლენია”, –

აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

 შემთხვევა დღეს პარიზში, მეტროსადგურ “სიტისთან” მოხდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები