LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 028 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

157
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 458 093 -ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 22 517-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 270 759-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 15 577 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 10 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 202 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 481-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 9 688, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 768, PCR ტესტით – 2 920.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 41,58%, ბოლო 14 დღის – 31,92%, ბოლო 7 დღის – 33,03%.

დღიურად აცრილთა რიცხვი 478-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 171 731, საიდანაც:

6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 500, აჭარაში – 761, იმერეთში – 1 213.

მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 156, იმერეთში – 425.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 40, იმერეთში – 24.