LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

38 მილიონით მეტი – საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება

99
5a8b0653e53ee.image-

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება.

2019 წლის იანვარი-ივლისის წინასწარი მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 1.8 მილიარდ დოლარს (ზრდა +2.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.1%-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები