LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: “შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი…საბედნიეროდ სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია”

163
BeFunky-collage (1)

ჰასკი, რომელმაც ტაბახმელაში 5 წლის ბიჭი შხამიანი გველის ნაკბენისგან იხსნა, თავს კარგად გრძნობს. ოთხფეხა გმირს სახე დაუცხრა და შესანიშნავად გამოიყურება. ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ თავისი პატარა მეგობრის უსაფრთხოების გამო, მყისიერად ,,მგლის ხახაში” ჩაჰყო თავი. საბედნიეროდ სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია. ჯანმრთელობაც უკეთესობისკენ წავიდა. კვლავ მზადაა ხიფათს გადაეყაროს, აგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას და თავის სამფლობელოს სულ სიხარულის ყიჟინით ავსებს.

ჩვენის მხრივ, დიდად დაფასებული და პატივნაცემი ჰასკის სამფლობელო დავამუშავეთ რეპელენტით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ უცხო სტუმრებისგან. ვფიქრობ ამ სიმპათიური გოგონასგან ერთი გმირობაც საკმარისია, მეტს ვეღარ შევკადრებთ, აწი სულ განებივრება და მოფრთხილება უნდა. გემრიელი ნუგბარითაც მოვიკითხეთ და აწი შეუძლია თამაშით და ჭამით დაიღალოს. დღეიდან ამის შემწუხებელი ჩვენი შემწუხებელია… ახლა ასეთი ლამაზია”- წერს ვახტანგ ლომჯარია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები