LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 სექტემბრიდან კარაოკე/კლუბი Number 13 ბრუნდება

643

საზაფხულო შესვენების შემდეგ, კლუბი „Number 13”   30  სექტემბერს სეზონურ გახსნას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კლუბიდან აცნობეს,  „Number 13” მისულ სტუმრებს სთავაზობს განახლებულ სიტუაციას: კლუბს დაემატა კარაოკე, რომელიც იმუშავებს ყოველ დღე საღამოს 20:00 საათიდან ბოლო სტუმრამდე,  კარაოკეს გაუძღვებიან ყველასათვის ნაცნობი წამყვანები. ამასთან, კვირაში 2 დღე პარასკევი-შაბათი იქნება ცოცხალი მუსიკა, ცნობილი და აქტუალური ბენდების შესრულებით და შემდეგ ცნობილი DJ-ბი მთელი ღამის განმავლობაში.

მათივე ინფორმაციით, კარაოკე/კლუბი Number 13 ასევე ჰპირდება თავის ერთგულ სტუმრებს უცხოელი DJ-ბისა და მომღერლების ჩამოყვანას.

მაქსიმალური ყურადღებით იქნება შერჩეული „Number 13”-ის სტუმრების სეგმენტი, იქნება ასაკობრივი შეზღუდვა და ასევე იმუშავებს Face control. გთავაზობთ  ასევე უგემრიელეს ევროპულ სამზარეულოს და საერთაშორისო დონის მომსახურებას. რაც შეეხება განათებას და მუსიკალურ გახმოვანებას, დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის აპარატურა”, – აღნიშნეს კლუბში.  მათივე ცნობით, კლუბის განახლებისას დიდი ყურადღება მიექცა ინტერიერსაც, რომელიც განსხვავებული და დასამახსოვრებელი იქნება თითოეული სტუმრისთვის.

ცნობისთვის,  კლუბი Number 13 მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში გ.ახვლედიანის 13 ნომერში (ყოფ.პეროვსკაია) .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები