LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ოქტომბერს ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გაგცემთ პასუხს!!! – აჩიკო ნიჟარაძე გიგი უგულავას

453
BeFunky-collage (3)

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე გიგი უგულავას 14 ოქტომბრის აქციაზე გამოსვლას ეხმაურება.

მისი სიტყვებით, 30 ოქტომბერს უგულავას განცხადებას ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გასცემს პასუხს.

“ტრიბუნიდან როცა მიმართავ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და ამბობ რომ ხინკლებს ჩვენ შევჭამთ და კუჭებს თქვენ გაჭმევთო, საზოგადოება კარგად ხვდება რასაც გულისხმობ, პარალელურად ინფიცირებული ხარ და გაქვს კორონა, სწორედ ამიტომ აღარასოდეს აღარ აგირჩევს ქართველი ხალხი !!!

იზოლაციის დარღვევისთვის მინიმუმ ჯარიმა გეკუთვნის!!!

რაც შეეხება ხინკლის კუჭებზე მოწოდებისთვის 30 ოქტომბერს ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გაგცემთ პასუხს!!!

აქვე მივაწერ ტროლ ბოტების საყურადღებოდ ნებისმიერი შეურაცხმყოფელი კომენტარის საპასუხოდ გიგზავნით იგივე პასუხს უკლებლივ ყველას !!! ისწავლეთ განსხვავებული აზრის მოსმენა!!!”,-წერს ნიჟარაძე.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გიგი უგულავამ საზოგადოებას სცენიდან მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ აცადეს ხინკლის ჭამა, თუმცა მისი სიტყვებით “ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები