LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

4774
braldebuli 2

50 წლამდე ქალი, რომელიც პეკინზე მშობლებთან ერთად მყოფ 3 წლის ბიჭს მოულოდნელად თავს დაესხა და სახე დანით დაუზიანა, სავარაუდოდ, შიზოფრენიითაა დაავადებული. 

ამასთან დაკავშირებით, ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი განცხადებას აკეთებს. ალექსი გაბუნიას თქმით, მას აქვს ფორმა 100, რომლითად დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პარანოიდული შიზოფრენიითაა დაავადებული

პეკინის ქუჩაზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს გაიმართება.

გაბუნია ამბობს, რომ შესაბამისი ცნობა მან იმ კლინიკდან წამოიღო, სადაც საძაგლიშვილი მკურნალობდა.

ბრალდებულს გამოძიების ფარგლებში, ჯერჯერობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარებია

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვს უცნობმა ქალმა სახის არეში დაჭრა და ადგილიდან მიმალვა სცადა. ის პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

პოპულალურები