LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში ექსპორტზე 99.1 მლნ დოლარის ავტომობილები გავიტანეთ

82
carship

2019 წლის იანვარმარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველ ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 135.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 16.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 99.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 95.6 მლნ. აშშ დოლარით (1 1.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 150.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 131.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 120.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.1 პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები