LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების 40 შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

292
2

2019 წლის 3 თვეში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების 40 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. ამავე მუხლით (სსკ-ის 140-ე) 2018 წლის განმავლობაში გამოძიება 205 შემთხვევაზე დაიწყო.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-მარტში სისხლის სამართლის კოდექსის 1501 – ე მუხლით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს, გამოძიება 2 შემთხვევაში დაიწყო. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 16 იყო.

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარ-მარტში ჯამში რეგისტრირებულია 110 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 38.

გასულ წელს კი ამავე სახის 405 დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც გახსნილია 156.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მომხდარი 405 შემთხვევიდან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

წყარო: ipn.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები