LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მიზეზი, რატომ უნდა იმოგზაუროთ ყოველ წელს დედასთან ერთად

2096
adult-adventure-casual-669007-5ccd3bc280ca4

პატარაობისას დედისთვის ნაჩუქარი საუკეთესო საჩუქარი შეიძლება ხელნაკეთი წიგნი, ტკბილეულობა ან სულაც კერძის მომზადებაში დახმარება ყოფილიყო. ზრდასრულ ასაკში კი დედისთვის უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ.

შვილებს, რომლებმაც პირველად დედასთან ერთად იმგზავრეს, სამწუხაროდ, ზრდასრულ ასაკში, ამის გაკეთება იშვიათად უწევთ ან უნდათ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფორმით გამოხატული ყურადღება მშობლისთვის მისაღები და სიხარულის მომგვრელია, თუმცა დედასთან მეტი დროის გატარების სურვილი, ნებისმიერ მატერიალურ ნივთზე უფრო მაღლა დგას.

ალბათ, ქვემოთ ჩამოთვლილი 3 მიზეზი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყოველ წელს მოგზაურობა დედასთან ერთად გადაწყვიტოთ.

კარგი შესაძლებლობა კონტაქტისთვის

დედასთან რაც უფრო მეტ დროს ატარებთ, მით უფრო დიდხანს ცხოვრობს. ეს დასკვნა კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. მოგზაურობა საუკეთესო საშუალება საკუთარი ოჯახს, სამსახურს, მეგობრებს, პრობლემებს და სხვა  საზრუნავს მოწყდეთ და დრო დედასთან გაატაროთ.

მოგზაურობისგან მიღებულ შთაბეჭდილებებთა ერთად დედასთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებთ.

შეიძლება თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ერთად მოგზაურობა ერთმანეთში აღმოგაჩენინებთ ბევრ ახალს, რითაც თავადაც გაოცებულები დარჩებით.

ორივე გამოხვალთ კომფორტის ზონიდან

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ნახეთ ბოლოს დედასთან ერთად? ხანდახან საჭიროა კომპრომისზე წასვლა და პრიორიტეტების დასახვა.სასურველია გააფართოვოთ თქვენი “კომფორტის ზონა” .

ამისთვის კი მოგზაურობა კარგი გამოსავალია. ის საშუალებას გაძლევთ, წლობით, ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდე დასამახსოვრებელი მომენტები თუ ემოციები, თქვენთვის ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად შეიგრძნოთ.

მიხვდებით, თუ რამდენად ძლიერ უყვარხართ დედას

მეგობრისგან განსხვავებით, დედას ეყოფა მოთმინება და არ დაიღლება გადაგიღოს თუნდაც, 10 000 ფოტო. გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც თქვენ გსურთ, რათა ამ მოგზაურობამ კიდევ უფრო მეტი ბედნიერება მოგანიჭოს.

შეიძლება, არ გვსურს იმის აღიარება და გაფიქრებაც კი,  რომ  დედა სამუდამოდ ჩვენ გვერდით არ იქნება, მაგრამ ეს  რეალობაა. დედასთან ერთად მოგზაურობა კი შანსია მის გვერდით ყოფნის, მასთან ერთად დროის მხიარულად და ბედნიერად გატარების, მოგონებების შეგროვებისთვის.

მოგზაურობა უფრო მეტ ბედნიერებას გვანიჭებს, ვიდრე ქორწინება – კვლევის შედეგები