ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში (00:30-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.
ამ პერიოდში ვარაზისხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება.

„ვიღებთ კომპლიმენტებს ქალებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდებიან“ – კალაძეს ჭავჭავაძის გამზირის პროექტი მოსწონს

„ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს დახაზვითი სამუშაოები. თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. გვინდა, რომ 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში ღამის 00:30 საათიდან დილის 04:00 საათამდე

ვარაზისხევიდან წერეთელი, თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძე ჩაიკეტება. ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შსს-ს და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად შევუწყობთ მძღოლებს ხელს. ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ერთი დიდი კლასტერია და როდესაც სქემები მუშავდებოდა, ყველაფერი დათვლილია, რომ პრობლემა არ შეიქმნას“, – აღნიშნა კალაძემ.

 

რატომ ვერ გადავსხედით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და რა არის საჭირო ბიძგისთვის?

 

 

მსგავსი თემები