გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 711 255 -ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 4 627-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 652 505-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 9 961 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 44 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 330 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 059-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 48 513, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 303, PCR ტესტით – 18 210.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,87%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 4 023-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.