LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან – სააკაშვილის გზავნილი გორის ჰოსპიტალიდან

60
Untitled design - 2021-11-25T134705.780

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან, სადაც 19 ნოემბრიდან გადის მკურნალობის კურსს,  წერილს აქვეყნებს. სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი.

“რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას „ნაციონალური მოძრაობა“.

მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად”,  –  ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები