LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 იანვარს კახიძის ცენტრში დაგეგმილი კონცერტი სერგეი რახმანინოვის შემოქმედებას მიეძღვნება

raxmaninovi

26 იანვარს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილია კონცერტი, რომელიც სერგეი რახმანინოვის შემოქმედებას მიეძღვნება, მუსიკალური ღონისძიებას მაესტრო გიორგი ჟორდანია უდირიჟორებს.

რახმანინოვის მე-5 კონცერტთან ერთად ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, კონცერტზე შესრულდება კომპოზიტორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მე-2 სიმფონია, გამორჩეული თავისი განსაკუთრებული ემოციურობითა და საორკესტრო ჟღერადობის სიმდიდრით.

სოლისტის რანგში წარდგება ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა ქართველი პიანისტი – ვატო ჟორდანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები