LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოკუპანტები შემოჭრილები არიან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 1300 მეტრით – დავით ქაცარავა

218
BeFunky-collage (2)

ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა წერს. ქაცარავა აღნიშნავს, რომ ამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების – ჩორჩანას და ყობის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოებს აწარმოებენ.

“ოკუპანტებს გაყავთ გზა ყობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საინჟინრო ტექნიკამ შეწყვიტა გზის სამუშაოები, სავარაუდოდ დილით კვლავ გაგრძელდება მუშაობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, თითქოს წაღვლი-ჩორჩანის და სოფელ ყობის კუთვნილ ტერიტორიაზე არაფერი ხდება, თუმცა მინდა შევახსენო საზოგადოებას და სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომ რუსი ოკუპანტები შემოჭრილები არიან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 1300 მეტრით, რაც დაადასტურა ყველა ოფიციალურმა სტრუქტურამ, მათ შორის ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიამ.
აღნიშნული სამუშაოები, ახალი საოკუპაციო ხაზის გავლება წაღვლი-ჩორჩანის ტყის შუაგულიდან(სიმაღლე 944.8) სოფელ ყობისა და დოლომიტის საბადოს მიმართულებით, დაახლოებით 300 ჰექტრის მიტაცება, ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის არაფერია. ასე უთხრეს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ ჩამოსულიყვნენ სოფელ ყობში, ატოცში, იმისათვის რომ გაეშუქებინათ მიმდინარე მოვლენები.
მოკლედ, შსს-მ ჟურნალისტები არ შემოუშვა არც ერთ მიმდებარე სოფელში.
ჩვენი ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ინფორმაციული ვაკუუმი და საზოგადოებას შეუქმნას განცდა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული ხდება.
სინამდვილეში კი, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ტერიტორიების გადაბარება ოკუპანტებისთვის, იმ მიწების, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასოდეს შედიოდა.
დასკვნები თქვენთვის მომინდვია, – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები