LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გვარჯალაძე: ჩვენს დროს ძირითადად ვუთმობთ სამსახურს და სხვა საქმეებს, ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება (ვიდეო)

21431
გიორგი-გვარჯალაძე-770x540

ცნობილმა მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა, გიორგი გვარჯალაძემ მთავარი არხის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ თავისი უფროსი ქალიშვილის, ლენოს თვითმკვლელობის დღე გაიხსენა.

„მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია, ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით და კონტროლის ქვეშ გვაქვს – არ ვიცით. ჩვენ ვართ უმეტესობა მუშათა კლასი და მდიდრებს რა პრობლემები აქვთ მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენს დროს ძირითადად ვუთმობთ ჩვენს სამსახურს და სხვა საქმეებს, ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება.

არასდროს ვერეოდი მის პირად ცხოვრებაში, ახლა ვთვლი, რომ შევცდი. არასდროს გამიხსნია მისი „ექაუნთი“ და არასდროს მინახავს მიმოწერეები, ეს რომ გამეკეთებინა ახლა 100 %-ით ცოცხალი იქნებოდა. მე რომ წამეკითხა მისი „მემუარები“, რომელიც კომპიუტერში ჰქონდა, მერე ერთი წამით არ დავტოვებდი მარტო, მეტი რა საქმე მქონდა. პირდაპირ ეწერა დღე 28, აქედან პირველ დღეზე, რომ ჩავალ მოვიკლავ თავს. მე გამოვიცანი რომ ამის გაკეთებას აპირებდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას ხოდა გადახტი მეთქი და იქედან სამ საათში გადახტა”.

4 ივნისს, თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლულუ კა­ხი­ა­ნის და ცნობილი მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის შვილია. ლენო გვარჯალაძე 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები