LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 მარტს რუსთაველის თეატრში ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე გაიმართება

124
amiran-shalikashvili.

მაყურებელი დიდ სცენზე რეჟისორის უკანასკნელ სპექტაკლს „ვეფხისტყაოსანს“ ნახავს. ფოიეში კი ამირან შალიკაშვილის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალა გამოიფინება და რეჟისორის წიგნის წარდგენა გაიმართება.

ამ დღეს მაყურებელს სცენაზე მოულოდნელი სიურპრიზი ელოდება.

ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი 79 წლის ასაკში, 2018 წლის 25 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ამირან შალიკაშვილი 1975 წლიდან  პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის ჟანრის დამაარსებელი იყო. სათავეში ედგა ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს. არის არაერთი პროფესიული ლიტერატურს ავტორი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდოსა და ორდენის ლაურეატი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები