ბაჩო რამიშვილის პირველი სოლოკონცერტი 25 მარტს გაიმართება, სახელწოდებით „მარტის გაცილება”, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი წიგნის პრეზენტაცია „ცრემლები სამოთხეში”.

ნებისმიერ მსურველს შეეძლება, კრებული ადგილზე შეიძინოს.

შედგება ახალი სიმღერის პრემიერა, რომელსაც მსმენელი პირველად მოისმენს ბაჩო რამიშვილის და გია ნიკოლაძის შესრულებით.

ღონისძიება გაიმართება ვახტანგ სარალიძის Concert Holl-ში, რომელიც ბელიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს.

ღონისძიება დაიწყება საღამოს რვა საათზე.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე:  TKT.GE