LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 აპრილიდან ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია იწყებს

66
168118698-4100608786665373-58931981068425080-n-1-640x480

ახალი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo პირველი რეისის შესასრულებლად ემზადება, რომელსაც 25 აპრილს თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე, კომპანია ”ლოგოსთან” თანამშრომლობით განახორციელებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Georgian Airways Cargo-სა და “ლოგოსის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ავიაკომპანიას რამდენიმე ჩარტერული რეისის შესრულება უკვე გაწერილიც აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს: Geo Sky, TCA და Easy Charter. ამიერიდან, მათ Georgian Airways-ის შვილობილი ავიაკომპანია Georgian Airways Cargo დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები