23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კინოთეატრი “ამირანი” და Artsists Union ConceptArt უნიკალურ პროექტს წარმოგიდგენთ. გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის “სევდის ანგელოზების” პრემიერა და მაესტროს ნაწარმოებების ცოცხალი შესრულება კინოთეატრის სცენაზე.

ფილმის ჩვენებამდე კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ესტაფეტას გადასცემენ ახალი თაობის ვარსკვლავებს. საღამოს გახსნის და მაესტროს ხსოვნას სპეციალურად შექმნილ კომპოზიციას მიუძღვნის 10 წლის კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ – ნუცა თოფურია (ვოკალი), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო) ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა).

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

მსგავსი თემები