LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22-დღიანი დიეტა – როგორ დაიკლო ბიონსემ წონაში მშობიარობის შემდეგ

1409
bnckchl

ბიონსეს თაყვანისმცემლები დღემდე აღფრთოვანებით იხსენებენ მის შთამბეჭდავ გამოსვლას გასულ წელს Coachella-ს ფესტივალზე, როცა მუსიკოსი მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. თუმცა, თავად ბიონსეს განცხადებით, მას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა მშობიარობის შემდეგ ჩვეული ფორმის დასაბრუნებლად.

ცნობილი დიეტოლოგის მარკო ბორხესის პერსონალურ საიტზე Greenprint Project, მოკლე ვიდეორგოლში 37 წლის მუსიკოსმა გულწრფელად მოუთხრო თაყვანისმცემელს იმ სირთულეების შესახებ, რომელთა დაძლევა ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლისას მოუხდა. თხრობა მუსიკოსმა იმ კრიტუკული მომენტიდან დაიწყო, როცა სასწორმა „შემზარავი“ 80 კილოგრამი უჩვენა, საკუთარ გამარჯვებად კი, ის დღეს ჩათვალა, როცა Coachella-ს კონცერტის წინ საყვარელი კოსტუმის მორგება მოახერხა.

მუსიკოსმა ბორხესის მიერ შემუშავებული 22-დღიანი დიეტის ორი კურსი გაიარა, უარი თქვა ხორცის კერძებზე, სხვა მავნებელ პროდუქტზე და მხოლოდ ფერადი კომბოსტოს წვნიანის, აზიური სალათების წყალობით ორგანიზზმის ერთგვარი გაწმენდა- პროფილაქტიკა ჩაიტარა.

ბიონსე იმდენად კმაყოფილი დარჩა დიეტოლოგის მუშაობით, რომ მასთან ერთად ბიზნესის – ჯანსაღი საკვების მობილური სამსახურის წამოწყებაც გადაწყვიტა, რომელსაც 22 Days დაარქვა, მენიუში კი, ვარსკვლავური დიეტოლოგის მიერ შემუშავებული კვების სისტემით მომზადებული ვეგეტარიანული კერძები შეიტანა.

როგორც ამბობენ, ბიონსეს წარმატებებით შთაგონებულმა ჯენიფერ ლოპესმა საკუთარ კვების რეჟიმს გადახედა და როცა კოლეგას 22-დღიანი დიეტა უფრო ეფექტურად მოეჩვენა, სწორედ მისი გათვალისწინება გადაწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები