კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 21 000 ადამიანს გადააჭარბა.ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, კოვიდ 19-ით მსოფლიო მასშტაბით 114 012 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს და გავრცელების არეალს, ყველაზე დიდი მსხვერპლი იტალიაშია(7 503),  მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ამ მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა.

2000-ზ მეტი ადამიანი დაიღუპა ირანში, ათასს უახლოვდება დაღუპულთა რიცხვი აშშ-შიც. საფრანგეთში კი ვირუსმა უკვე 1 331 ადამიანი იმსხვერპლა.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 450 ათასს აჭარბებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო, მილიარდობით ადამიანს შეზღუდვები აქვს დაწესებული. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს იტალიაში, დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ასევე ინდოეთში.

ათონის მთა კორონავირუსის გამო დაიხურა

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05