LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველო 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს

66
yazbegi

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილი შემცირდება 70 პროცენტამდე, ხოლო ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა შორი მანძილის ქვეყნების საბაზრო წილი გაიზრდება 30 პროცენტით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შედეგად ქვეყანაში შემოვა კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც აისახება ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა: 4,7 მილიონიდან 9,4 მილიონამდე გაიზარდა შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა; 2,5-ჯერ, ფაქტობრივად, 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს გაუტოლდა 3,3 მილიარდ აშშ დოლარს. შედეგად, ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკაში 8%-ს გადააჭარბა, ასევე 150 ათასზე მეტი ადამიანი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები