LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასები 1800 ლარს მიაღწევს – განათლების მინისტრი

162
teacher-57f60088cc722

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა,  ყოველ წელს მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ იმ პედაგოგებს  რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია.

„ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს – რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან“, – განაცხადა მინისტრმა.

ზოგიერთ მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება

რომელი პედაგოგები მიიღებენ მზარდ ანაზღაურებას?

მიხეილ ბატიაშვილი სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ მეტ-ნაკლებად ადაპტირებული ვერსია დაბრუნდება და პედაგოგს შეეძლება თავად გადაწყვიტოს, ძირითად სახელმძღვანელოდ გამოიყენებს მას თუ დამხმარედ.

„იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას” მეტ-ნაკლებად ადაპტირება სჭირდებოდა და არა უხეში ჩარევა, რომელიც პედაგოგიურ მეთოდს დაარღვევდა. არის ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ენაში არ იხმარება. გოგებაშვილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უნიკალური მეთოდია, მითუმეტეს, “აი ია” წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? თუმცა მისი გამოყენების საკითხი ნებაყოფლობითია, სკოლის და პედაგოგის თავისუფლება არჩევნის თავისუფლებასაც ნიშნავს. ამიტომ პედაგოგებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ ის ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ,” – განაცხადა ბატიაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრი სკო­ლის სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის მოხ­სნის სა­კი­თხსაც შეეხო და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოც­დე­ბის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ზე­და­პი­რუ­ლია.

„ჩვენ თუ მხო­ლოდ ბოლო ორ წე­ლი­წად­ზე გა­ვა­კე­თეთ აქ­ცენ­ტი, გა­მო­დის, სკო­ლა ფუნ­ქცი­ას კარ­გავს, რად­გან ვალ­დე­ბუ­ლია, პირ­ვე­ლი­დან ბოლო კლა­სამ­დე მის­ცეს ბავ­შვს სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი­ შე­დე­გე­ბი ისე­თი და­ბა­ლია, ამა­ზე უა­რე­სი რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. ახლა ვფიქ­რობთ, რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ. რო­დე­საც მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მე­ბი ტარ­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად შე­საც­ვლე­ლია.

სკო­ლა უნდა და­ემ­სგავ­სოს სკო­ლას! დღეს რო­გორც მშობ­ლის, ასე­ვე ბავ­შვის მთლი­ა­ნი რე­სურ­სი ბოლო ორ წე­ლი­წად­ში რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა, რად­გან სკო­ლა ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას და ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩნდე­ბა გარე გა­დამ­ზა­დე­ბის მო­თხოვ­ნა. რო­დე­საც სკო­ლა და­იბ­რუ­ნებს ფუნ­ქცი­ას, რე­პე­ტი­ტო­რე­ბის პრობ­ლე­მაც მო­იხ­სნე­ბა“, – დას­ძი­ნა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.