LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის საახალწლო მორთულობის ტრენდები მსოფლიოს დიზაინერებისგან

891
1411665211089

გვიახლოვდება ახალი წელი და სახლის მორთვა ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად საკამათო თემაცაა, როგორ განვაახლოთ დეკორი და რა ფერები გამოვიყენოთ. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები ამ წლის ტრენდულ ფერებს გამოყოფენ,რომლითაც ჩვენს სადღესასწაულო გარემოს მდიდრულ, თანამედროვე და 2022 წლისთვის შესაბამისს ელფერს შევძენთ. „ბონ ვოიაჟი“ მსოფლიოს ტრენდული საახალწლო მორთულობის შესახებ გიამბობთ.

მომდევნო წელს ძალიან აქტუალურია ლავანდის ფერი. მისი გამოყენება, ინტერიერის დიზაინში, თუ საშობაო მორთულობაში მდიდრულ და მშვიდ გარემოს შესძენს თქვენს სახლს. მომდევნო ორი წლის სამოსშიც ეს ფერი წამყვან ადგილს დაიკავებს.

 

ნეონების გამოყენება საშობაო დეკორაციისთვის ერთ-ერთი პოპულარული იქნება,რაც რეტრო და თანამედროვე სტილის შერწყმას ქმნის. მხიარული საშობაო განწყობის შესაქმნელად ამ ტიპის განათება აქტიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც გარე, ასევე შიდა  გაფორმებისთვის.

ინტერიერის დეკორაციის ერთ-ერთი ტენდენციური თემა 2022 წელს ზღვის ფერები იქნება. ამ ფერებში გადაწყვეტილი საახალწლო მორთულობა  სივრცის, სიმდიდრისა და დახვეწილობის ელფერს შემოიტანს თქვენს დიზაინში. ასევე მსოფლიოს დიზაინერები ზღვასთან ასოცირებული ნივთებისა და დეკორაციების გამოყენებას გვირჩევენ, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მორთულობას.

2022 წლის წამყვანი ხაზი ბუნებრიობა და ბუნებრივი ელფერის შეტანაა დეკორში. მეტი გამწვანება, ბუნებრივი ცოცხალი დეკორაციები, მწვანე ფერი სამოსსა და დიზაინში არა მარტო ახალ წელს, არამედ მთელი წელი ტრენდული ხაზი იქნება.

ფუფუნების ნიშნები და ამაღლებული განწყობის შექმნა მეტალის ნივთებით ასევე წამყვან პოზიციას დაიკავებს მომდევნო წელს. ასე რომ საზეიმო მორთულობისთვის მეტალისგან შექმნილი დეკორაციების გამოყენებას დიზაინერები აქტიურად გვირჩევენ.

და ბოლოს, ვარდისფერ ტონი მეტი სიმყუდროვისა და ბრწყინვალების შესაქმნელად ასევე პოპულარული იქნება 2022 წლის დეკორაციებში. ეს სტილი ვიზუალურად აღაფრთოვანებს ნებისმიერს. ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ფერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინტერიერის დეკორაციის თვალსაზრისით, ამიტომ მისი გამოყენება აქტუალური იქნება საშობაო მორთულობაშიც. მეტი ეფექტისთვის მას ოქროსფერი შეგიძლიათ შემატოთ.