LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის სამ თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა

117
ქალთა მიმართ ძალადობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის 2 270 ფაქტი გამოვლინდა. მსხვერპლთა შორის 1 875,  (83%) ქალი იყო. იმავე პერიოდში შსს-ს მიერ გამოვლენილია 2 141 ოჯახში მოძალადე — 1 818 კაცი, ხოლო 323 ქალი.

ბოლო წლების განმავლობაში შსს-ს მიერ აღრიცხული ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა მზარდია, რაც, არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებულების მიერ სამართალდამცავი უწყებებისთვის გაზრდილ მიმართვიანობასაც უკავშირდებოდეს.

თუ 2008 წელს ოჯახში ძალადობის მხოლოდ 198 მსხვერპლი იყო იდენტიფიცირებული, 2020 წლისთვის ეს მონაცემი 9 144-ს აღწევს.

მიმდინარე წლის პირველი კვარტალის სტატისტიკის თანახმად, მსხვერპლთა ძირითადი ნაწილი, 84%  25 წლის და უფროსი ასაკისაა. რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობის შემთხვევებს, მსხვერპლთა შორის 17 წელზე უმცროსი ადამიანების წილი 5,7%-ია.

2021 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 2 371 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. 2020 წელს 10 321, ხოლო 2019-ში 10 266 შემაკავებელი ორდერის გამოწერა გახდა საჭირო.

შსს-ს მხრიდან ორდერების გამოწერის ძირითადი მიზანი მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვა იყო.